ირაკლი ღარიბაშვილი TATA ჯგუფის ხელმძღვანელობას შეხვდა



დღეისათვის TATA ჯგუფი საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა “აჭარისწყალი”. აჭარისწყალი სპეციალური დანიშნულების ერთეულს წარმოადგენს, რომელიც მდინარე აჭარისწყალისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა.

აჭარისწყლის პროექტი კასკადური ჰიდრორესურსების პროექტს წარმოადგენს, რომელიც მდინარე აჭარისწყალზე და მის შენაკადებზე მდებარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი 400 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის დამონტაჟება. აღნიშნულ პროექტზე TATA ჯგუფს უკვე დახარჯული აქვს 33.4 მლნ აშშ დოლარი.

TATA ჯგუფი მოიცავს 100-ზე მეტ ოპერატორ კომპანიებს ბიზნესის 7 სექტორში: კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმიანობა, მასალები, მომსახურება, ენერგეტიკა, სამომხმარებლო პროდუქცია და ქიმიკატები. ჯგუფი 100-ზე მეტ ქვეყანაში, 6 კონტინენტზე მოქმედებს. მისი კომპანიები საქონლისა და მომსახურების ექსპორტს 150 ქვეყანაში ახორციელებენ.

ენერგოპლატფორმა/Energyplatform