„შუახევი ჰესი“ ელექტროენერგიის გამომუშავებას 2017 წლიდან დაიწყებს



„აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარის რეგიონში 185 მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს.

პროექტით სამი ძირითადი გვირაბის – ჩრუხისწყალი-სხალთა, სხალთა-დიდაჭარა და დიდაჭარა-შუახევი მშენებლობაა გათვალისწინებულია.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სხალთისა და დიდაჭარის კაშხლებისა და ასევე მდ. ჩირუხისწყალზე მცირე დამბის მშენებლობას.

აჭარისწყლის შენაკადებზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ინდური კომპანია Tata Power (40%), ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest (40 %) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC (20%) ახორციელებს.

„შუახევი ჰესს“ საფუძველი 2013 წლის 16 სექტემბერს ჩაეყარა, რითაც დაბა შუახევში საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო.

ამ დროისათვის ჰესზე დასაქმებულია 380 ადგილობრივი მუშახელი, სამუშაოების მატებასთან ერთად გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებულთა რიცხვი.

წინასწარი ვარაუდით, ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში სრული დატვირთვით 2017 წლიდან ჩაირთვება. აქ გამომუშავებული ენერგია ზამთარში ქვეყანას მოხმარდება, ხოლო ზაფხულში უცხოეთში გაიყიდება.

წყარო: http://commersant.ge/?menuid=11&id=14670&lang=1

ირაკლი ღარიბაშვილი TATA ჯგუფის ხელმძღვანელობას შეხვდა



დღეისათვის TATA ჯგუფი საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა “აჭარისწყალი”. აჭარისწყალი სპეციალური დანიშნულების ერთეულს წარმოადგენს, რომელიც მდინარე აჭარისწყალისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა.

აჭარისწყლის პროექტი კასკადური ჰიდრორესურსების პროექტს წარმოადგენს, რომელიც მდინარე აჭარისწყალზე და მის შენაკადებზე მდებარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი 400 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის დამონტაჟება. აღნიშნულ პროექტზე TATA ჯგუფს უკვე დახარჯული აქვს 33.4 მლნ აშშ დოლარი.

TATA ჯგუფი მოიცავს 100-ზე მეტ ოპერატორ კომპანიებს ბიზნესის 7 სექტორში: კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმიანობა, მასალები, მომსახურება, ენერგეტიკა, სამომხმარებლო პროდუქცია და ქიმიკატები. ჯგუფი 100-ზე მეტ ქვეყანაში, 6 კონტინენტზე მოქმედებს. მისი კომპანიები საქონლისა და მომსახურების ექსპორტს 150 ქვეყანაში ახორციელებენ.

ენერგოპლატფორმა/Energyplatform