„შუახევი ჰესი“ ელექტროენერგიის გამომუშავებას 2017 წლიდან დაიწყებს



„აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარის რეგიონში 185 მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს.

პროექტით სამი ძირითადი გვირაბის – ჩრუხისწყალი-სხალთა, სხალთა-დიდაჭარა და დიდაჭარა-შუახევი მშენებლობაა გათვალისწინებულია.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სხალთისა და დიდაჭარის კაშხლებისა და ასევე მდ. ჩირუხისწყალზე მცირე დამბის მშენებლობას.

აჭარისწყლის შენაკადებზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ინდური კომპანია Tata Power (40%), ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest (40 %) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC (20%) ახორციელებს.

„შუახევი ჰესს“ საფუძველი 2013 წლის 16 სექტემბერს ჩაეყარა, რითაც დაბა შუახევში საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო.

ამ დროისათვის ჰესზე დასაქმებულია 380 ადგილობრივი მუშახელი, სამუშაოების მატებასთან ერთად გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებულთა რიცხვი.

წინასწარი ვარაუდით, ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში სრული დატვირთვით 2017 წლიდან ჩაირთვება. აქ გამომუშავებული ენერგია ზამთარში ქვეყანას მოხმარდება, ხოლო ზაფხულში უცხოეთში გაიყიდება.

წყარო: http://commersant.ge/?menuid=11&id=14670&lang=1

Advertisements

“შუახევიჰესის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს”



პროექტით გათვალისწინებულია 2 კაშხლისა და წყალსაცავების მოწყობა.
მშენელობაზე 376 ადგილობრივია დასაქმებული.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ აშშ დოლარია.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2016 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.

ასევე, აჭარაში, მდინარე ჭოროხზე მიმდინარეობს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა, რომელიც მოიცავს “ხელვაჩაური ჰესი 1”-ს და კირნათი ჰესს – რომლებიც ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა.
ამ ეტაპზე „კირნათი ჰესზე“ მიმდანარეობს წყალსაცავი ნაგებობის მშენებლობა. „ხელვაჩაური ჰესი 1-ზე“ წყალსაცავი ნაგებობის მშენებლობა უკვე დასრულდა და დაწყებულია ტურბინა გენერატოროების მიმდებარე ნაწილის სამშენებლო სამუშაოები.
ასევე, “ხელვაჩაური ჰესი 2”-ს, რომლის მშენებლობა 2015-2018 წლებში განხორციელდება.

წყარო: ენერგოპლატფორმა

შუახევიჰესის მშენებლობა


დღეს, პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აჭარაში “შუახევიჰესის” მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი.
„შუახევჰესის“ დადგმული სიმძლავრე 178 მეგავატია, წლიური გამომუშავება 445,1 მლნ კილოვატ საათს შეადგენს.  ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა 2016 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.

ასევე პრემიერ მინისტრმა, ხუდენჰესის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა:
“ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს სჭირდება ენერგია და ეს უნდა გავაცნობიეროთ. მივმართავ ჩვენს საყვარელ სვანებს, გაგებით, დინჯად მოეკიდონ ამ საკითხს, რადგან ეს არა მხოლოდ სვანეთს, არამედ მთელ საქართველოს ააღორძინებს. რა თქმა უნდა, ბუნება, სადღაც დაიფარება წყლით, მაგრამ თითოეული მოსახლის ინტერესს გავითვალისწინებთ და მაქსიმალურად დავაკმაყოფილებთ. არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას ხელი შევუშალოთ. არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებსაც მხოლოდ ხმაური შეუძლიათ. აუცილებელია, ჩვენს შვილებს დავუტოვოთ განვითარებული საქართველო. გაითვალისწინეთ, რომ “ხუდონჰესი” ასაშენებელია, ისევე როგორც სხვა ბევრი ჰესი”.